გაიგე განსხვავებული

ორშაბათი, აგვისტო 25, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნინო წილოსანი: რუსეთში მომღერალი ბანი და ნაცების რეჟიმის ჯალათები აპროტესტებენ ადამიანების მსვლელობას 9 აპრილის მემორიალთან და ამ დღეს კიდევ ერთხელ იყენებენ იმისთვის, რომ დაპირისპირება და შუღლი ჩამოაგდონ

9-04-2025

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა 9 აპრილის მემორიალთან მოწყობილ პროვოკაციასთან დაკავშირებით ისაუბრა, სადაც აქციაზე შეკრებილი მონაწილეები მოქალაქეებსაც არ აძლევენ მემორიალთან მისვლის საშუალებას.


როგორც წილოსანი აღნიშნავს, „როდესაც 9 აპრილის მემორიალთან არ აძლევენ საშუალებას ჩვეულებრივ მოქალაქეებს მივიდნენ, არ შეიძლება, ამ ადამიანებს 9 აპრილი სტკიოდეთ“.


„სახედაკარგული და სინდისგაყიდული ადამიანები, მათ შორის, რუსეთში მომღერალი ბანი და ნაცების რეჟიმის ჯალათები აპროტესტებენ ადამიანების მსვლელობას 9 აპრილის მემორიალთან და ამ დღეს კიდევ ერთხელ იყენებენ იმისთვის, რომ დაპირისპირება და შუღლი ჩამოაგდონ ჩვენს საზოგადოებაში.

მათი იქ ყოფნა და ის აგრესია, რასაც ისინი აფრქვევენ არაფრით განსხვავდება რუსული ტანკებისგან, რომელმაც 9 აპრილის უმძიმეს დღეს გადაუარეს ქართველებს. სწორედ ეს ადამიანები, ვინც დღეს ამ უმსგავსობას ჩადიან, თავიანთი ბოროტებით და მავნებლური მიზნებით ფეხქვეშ თელავენ ამ ქვეყნის ინტერესებს და ამ ქვეყნის საზოგადოებას“- განაცხადა ნინო წილოსანმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031