1-11-2018
მმართველი გუნდისაგან მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბის გარდა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო შტაბიც შეიქმნება.
არსებული ინფორმაციით, ცენტრალურ შტაბს პარტიის აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე უხელმძღვანებელს, ხოლო თბილისის საარჩევნო შტაბს პარტიის გენერალური მდივანი, კახა კალაძე.
„შტაბი აღმასრულებელი ფუნქციის მატარებელიც იქნება და გადაწყვეტილების მისაღებად კოლეტიური თათბირების მოწვევის ორგანიზებასაც მოახდენს. ამ მიმართულებით თბილისს კახა კალაძე უხელმძღვანელებს, ქვეყნის მასშტაბით კი ირაკლი კობახიძე.
რა თქმა უნდა, მათ ერთმანეთთან მჭიდრო კავშირი ექნებათ და რასაკვირველია, საქმიანობაში ჩვენ ყველანი ჩავერთვებით,“ - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გია ვოლსკიმ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.