18-01-2018
ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი ნინო წილოსანი NDI-ს მიერ ჩატარებულ კვლევას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც გამოკითხულთა 59%-მა მისი მაჟორიტარის ვინაობა არ იცის.
როგორც წილოსანი განმარტავს, ამავე კვლევით ჩანს, რომ ისინი არასდროს დასწრებიან პარლამენტარის მიერ მოწყობილ შეხვედრას და არც მისთვის მიუმართავთ, რაც უკვე გარკვეული მაჩვენებელია.
„ის, რომ ბევრი არ იცნობს მის მაჟორიტარს, ვფიქრობ, გამოწვეულია მოსახლეობის არაპოლიტიზირებულობით. ამავე კვლევით ვხედავთ, რომ 90% არასდროს დასწრებია პარლამენტარის მიერ მოწყობილ შეხვედრას და არც მისთვის მიუმართავს ოდესმე. ეს არის უკვე გარკვეული მაჩვენებელი, მაგრამ ჩვენ, როგორც პარლამენტარებმა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მოსახლეობის ინტერესი და ჩართულობა ავამაღლოთ“-განაცხადა ნინო წილოსანმა.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, თუ ვინ არის მისი მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში, 59%-მა არ იცის.
გამოკითხულთა 26%- მა ამის შესახებ იცის, 14%-მა კი კითხვაზე არასწორი პასუხი გასცა.
18-12-2024