გაიგე განსხვავებული

კვირა, მაისი 04, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნიკოლოზ სამხარაძე: ადამიანები, რომლებიც 9 აპრილს იდგნენ აქციაზე, იდგნენ არა იმისთვის, რომ საქართველოში კოლონიური აზროვნება შენარჩუნებულიყო, არამედ იმისთვის, რომ საქართველო ყოფილიყო დამოუკიდებელი, ქართველებს გვემართა ჩვენი ქვეყანა

10-04-2025

სამარცხვინო და საზარელი ფაქტია ის, რომ პაატა ბურჭულაძე, რომელიც თვითონ აცხადებდა, რომ არის რუსული კულტურის მატარებელი ადამიანი და თავს მთელს მსოფლიოში წარმოაჩენდა, როგორც რუსი საოპერო მომღერალი, რუსი ბანი, დღეს 9 აპრილის მემორიალთან არ უშვებს ირაკლი ქადაგიშვილს, რომელსაც 1989 წელს მიჰყავდა 9 აპრილის აქცია, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ.


ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, ის ადამიანები, რომლებიც 9 აპრილს იდგნენ აქციაზე, ისინი იდგნენ არა იმისთვის, რომ საქართველოში კოლონიური აზროვნება შენარჩუნებულიყო, არამედ ისინი იქ იდგნენ იმისთვის, რომ საქართველო ყოფილიყო დამოუკიდებელი სახელმწიფო და ქართველებს თავად ემართათ საკუთარი ქვეყანა.


„ეს არის იმდენად ამაზრზენი ფაქტი და იმ ადამიანებსაც, ასევე, ერთი მუჭა, გზას აცდენილი ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ პაატა ბურჭულაძესთან დგომით ისინი საქართველოს რამეს შესძენენ, მინდა ვუთხრა, რომ ის ადამიანები, რომლებიც 9 აპრილს იდგნენ აქციაზე, ისინი იდგნენ არა იმისთვის, რომ საქართველოში კოლონიური აზროვნება შენარჩუნებულიყო, არამედ ისინი იქ იდგნენ იმისთვის, რომ საქართველო ყოფილიყო დამოუკიდებელი სახელმწიფო. ყოფილიყო სუვერენული ქვეყანა ისე, რომ ქართველებს ჩვენ თვითონ გვემართა ჩვენი ქვეყანა. ადამიანი, რომელიც თავს აცხადებს რუსული კულტურის ნაწილად და რუს მომღერლად მასთან დგომა ნამდვილად სამარცხვინოა დღეს,“- განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031