გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პოლიციამ ბაღდათში ქურდობის ფაქტზე 4 პირი დააკავა

1-11-2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ბაღდათის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 4 პირი: 1997 წელს დაბადებული გ.ა., 1997 წელს დაბადებული ო.ბ., 1998 წელს დაბადებული თ.დ. და 1997 წელს დაბადებული დ. ჭ., ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, ბაღდათში დააკავეს.


მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა ქალაქ ბაღდათში, თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე სწრაფი ჩარიცხვის აპარატი მოიპარეს, ერთ-ერთი ბრალდებულის კუთვნილ ავტომანქანაში მოათავსეს და შემთხვევის ადგილიდან მიმალვას ცდილობდნენ, რა დროსაც სამართალდამცველებმა დააკავეს.


პოლიციამ ნაქურდალი სწრაფი ჩარიცხვის აპარატი, ასევე, ავტომობილი და ხელსაწყოები, რომლებიც დაკავებულებმა დანაშაულის ჩასადენად გამოიყენეს, ნივთმტკიცებად ამოიღო.


გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930