2-11-2018
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ლევან გოგოჩაიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილი საარჩევნო შტაბი მმართველ გუნდს დიდ შედეგს დაადებინებს.
მისივე თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მმართველი გუნდი თბილისში ძალიან დიდი ანგარიშით მოიგებს.
ამის შესახებ გოგიჩაიშვილმა "ქართული ოცნების" ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელიც წუხელ გვიან ღამემდე გაგრძელდა.
„შეხვედრა საორგანიზაციო ხასიათის იყო. თბილისში დაიგეგმა კამპანია, რომელიც ჩვენ ძალიან დიდ შედეგს დაგვადებინებს. ჩართულობა იქნება დიდი, კამპანიის ინტენსივობა იქნება უფრო მასშტაბური და შესაბამისად, ძალიან დიდ შედეგს ველოდებით. ჩვენ თბილისს მოვიგებთ ძალიან დიდი ანგარიშით,“ - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.