გაიგე განსხვავებული

კვირა, ივნისი 08, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ზარქუა: თეა წულუკიანის წინააღმდეგ მორიგი დაკვეთილი შეტევა ამ უსამშობლოების, ნათლად ანახებს თუ რა დაჯგუფებასთან და რა ღირებულებების ავტორებთან გვაქვს საქმე!

12-04-2025

პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ზარქუა სოციალურ ქსელში თეა წულუკიანის სახლთან გამართულ საპროტესტო აქციას ეხმიანება.


როგორც ზარქუა აღნიშნავს, ის, რასაც კადრულობენ ეს უსამშობლოები, მორიგი ლუსტრაციაა და მორიგი შეხსენება ქართული საზოგადოებისთვის, რომ ამათი მოშვება ხელისუფლებაში სახიფათოა და კატეგორიულად მიუღებელი.


„თეა წულუკიანის წინააღმდეგ მორიგი დაკვეთილი შეტევა ამ უსამშობლოების, ნათლად ანახებს თუ რა დაჯგუფებასთან და რა ღირებულებების ავტორებთან გვაქვს საქმე! როგორ ცდილობენ, ნათქვამს თავისი ინტერპრეტაცია მისცენ და ამით, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ! თეა მართალ საქმეს ემსახურება და ამას ვერ აპატიებენ და ჰგონიათ, რომ ამ დაფინანსებული, ამაზრზენი საქციელებით და სპექტაკლებით ან თეას, ან ვინმეს შეაშინებენ.


ის, რასაც კადრულობენ ეს უსამშობლოები, მორიგი ლუსტრაციაა და მორიგი შეხსენება ქართული საზოგადოებისთვის, რომ ამათი მოშვება ხელისუფლებაში სახიფათოა და კატეგორიულად მიუღებელი! თეას და მის ოჯახს ჩემი მხარდაჭერა და თანადგომა!“ - წერს ირაკლი ზარქუა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30