გაიგე განსხვავებული

პარასკევი, მაისი 02, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი: საზოგადოებამ უნდა შეაფასოს, რატომ ცდილობს „დიფ სთეითი" ხელისუფლებაში დაგვიბრუნოს ადამიანების მკვლელობით, წამებით, ტერიტორიების ჩაბარებით და ბიზნესის რეკეტით გამორჩეული პოლიტიკური ძალა

12-04-2025

უკიდურესად მნიშვნელოვანია ის, რომ საზოგადოებას შევახსენოთ წარსულში ჩადენილი დანაშაულები, ამ ყველაფერზე საზოგადოებამ უნდა გააკეთოს მკაფიო დასკვნები, სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი ის პროცესი, რომელიც წარიმართება საგამოძიებო კომისიაში, - ამის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტებს ანტალიაში განუცხადა.


ირაკლი კობახიძის თქმით, სააკაშვილის რეჟიმის მიერ ჩადენილი დანაშაულების შეხსენება არა მხოლოდ იმისთვის არის მნიშვნელოვანი, რომ ხალხმა რაღაც გაიხსენოს, არამედ იმისთვის, რომ მოხდეს მსგავსი დანაშაულების პრევენცია.


„ზოგადად, ადამიანებს ასე, თუ ისე ყველაფერი გვავიწყდება, ემოციურ დონეზე მაინც. ემოციურ დონეზე მაინც, გარკვეულწილად, ყველას დაგვავიწყდა ის დანაშაულები, რომელიც ჩაიდინა წინა რეჟიმმა. ამიტომ უკიდურესად მნიშვნელოვანია ის, რომ საზოგადოებას შევახსენოთ წარსულში ჩადენილი დანაშაულები. ეს არა მარტო იმისთვის არის მნიშვნელოვანი, რომ ხალხმა რაღაც გაიხსენოს, ეს არის, პირველ რიგში, მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ მოხდეს ანალოგიური დანაშაულების პრევენცია. როდესაც ჩვენ გარედან თავს გვახვევენ ასეთი პოლიტიკური ძალის დაბრუნებას და ამის მცდელობაა მთელი ამ წლების განმავლობაში, საზოგადოებამ ეს ყველაფერი უნდა შეაფასოს, უნდა შეაფასოს, თუ რატომ ცდილობენ კონკრეტული ძალები - ე.წ. „დიფ სთეითი", ევროპელი ბიუროკრატების ხელით, ხელისუფლებაში დაგვიბრუნოს ის პოლიტიკური ძალა, რომელიც, თავის დროზე, გამოირჩეოდა ადამიანების დახვრეტით, მკვლელობით, წამებით, ტერიტორიების ჩაბარებით, ბიზნესის რეკეტით და ა.შ. იმისათვის, რომ ამ ყველაფერზე საზოგადოებამ გააკეთოს მკაფიო დასკვნები, მნიშვნელოვანია ის პროცესი, რომელიც წარიმართება საგამოძიებო კომისიაში,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031