2-11-2018
სასამართლომ მეუღლის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო და 1 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
აღნიშნუთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
“თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მეუღლის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული გ.ა. დამნაშავედ ცნო.
სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის აპრილიდან ივნისის ჩათვლით, ქ.თბილისში, გ.ა.-მ ყოფილ მეუღლეს ა.კ.-ს რამდენჯერმე მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და სიცოცხლის მოსპობით და ჯანმრთელობის დაზიანებით, კერძოდ კი სახის დასერვით დაემუქრა. 2018 წლის 13 ივნისს კი გ.ა.-მ დაზარალებულს წაართვა მობილური ტელეფონი, ძირს დაახეთქა და დააზიანა, რის შედეგადაც ა.კ.-ს 230 ლარის, მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიადგა.
სამართალდამცველებმა გ.ა 2018 წლის 13 ივნისს თბილისში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის I ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა) (ორი ეპიზოდი), 11’-151-ე მუხლის I ნაწილით (ოჯახის წევრის მიმართ მუქარა) (ორი ეპიზოდი) და 11’-187-ე მუხლის I ნაწილით (ოჯახის წევრის ნივთის განზრახ დაზიანება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ გ.ა. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად დანაშაულთა ერთობლიობით 1 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა,“ - ნათქვამია განცხადებაში.