2-11-2018
პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარლამენტიდან კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტის გაწვევა მოხდება.
ამის შესახებ განცხადება მან პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ გაკეთდა.
„პარლამენტიდან კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტის გაწვევა მოხდება,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძე.
პარლამენტის თავმჯდომარე შინაგან საქმეთა მინისტრ,ა გიორგი გახარიასთან ერთად დღეს საპატრიარქოში იმყოფებოდა, სადაც საქართველოს პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდა.
კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტის განხილვა პარლამენტში შეჩერებული იყო. საკანონმდებლო ორგანო მხოლოდ მარიხუანას მოხმარების შესახებ რეგულაციებთან დაკავშირებულ კანონპროექტს განიხილავდა.