გაიგე განსხვავებული

ორშაბათი, მაისი 05, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მსხვილი ყაზახური ჰოლდინგი „Freedom Holding“ საქართველოს საფინანსო სექტორით დაინტერესდა

14-04-2025

მსხვილი ყაზახური ჰოლდინგი „Freedom Holding“ საქართველოს საფინანსო სექტორით დაინტერესდა, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. 


სებ-ის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ, სამუშაო შეხვედრა გამართა „Freedom Holding Corp“-ის მენეჯმენტთან და მათ საქართველოში არსებული მაკროეკონომიკური გარემო და საფინანსო სექტორის ფინანსური მდგომარეობა გააცნო.


„Freedom Holding-ი მსხვილი საცალო, საბროკერო და საინვესტიციო ბანკია ცენტრალური აზიის რეგიონში. ჰოლდინგი კლიენტებს სთავაზობს როგორც ტრადიციულ საბანკო, ასევე ინოვაციურ ფინანსურ სერვისებს. ჰოლდინგი აშშ-ში, ნევადაში დაფუძნებულია. მისი სათავო ოფისი კი ყაზახეთში, ალმათიში მდებარეობს. Freedom Holding-ის აქციები ივაჭრება ნასდაკის საფონდო ბირჟაზე (Nasdaq Capital Market).


Freedom Holding-ი როგორც საბანკო, ასევე საბროკერო სერვისების მიწოდების გზით საქართველოში თავიანთი აქტივობების განვითარებითაა დაინტერესებული. სამუშაო შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოში საფინანსო სექტორში არსებულ მიმზიდველ საინვესტიციო გარემოზე.


ყაზახური ჰოლდინგის წარმომადგენლებს მიეწოდათ ინფორმაცია საკანონმდებლო ჩარჩოზე და საზედამხედველო პოლიტიკაზე.


შეხვედრაზე სებ-ის პრეზიდენტმა Freedom Holding-ის წარმომადგენლებს მიმდინარე მაკროეკონომიკური გარემო და საფინანსო სექტორის ფინანსური მდგომარეობა გააცნო. შეხვედრაზე ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ ფინანსური სექტორი საქართველოში მდგრადია, ბანკები ინარჩუნებენ ჯანსაღი კაპიტალისა და ლიკვიდურობის მაჩვენებლებს. მან ასევე ვრცლად ისაუბრა იმ რეფორმებზე, რომლებიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ბოლო წლების განმავლობაში ადგილობრივი ფინანსური ბაზრების განვითარების მიმართულებით გაატარა.


შეხვედრაში მონაწილეობდნენ ეროვნული ბანკის აღმასრულებელი დირექტორი ბექა დოჭვირი და სებ-ის სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელები“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031