გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია ახალქალაქის ინციდენტზე: დაზარალებული მხარე არ თანამშრომლობდა, თუმცა, დღეს ეს პროცესი დასრულდება

2-11-2018

შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ახალქალაქში მომხდარი ინციდენტის გამოძიების პროცესი იმის გამო გაგრძელდა, რომ დაზარალებულები გამოძიებასთან არ თანამშრომლობდნენ.


მისივე თქმით, ეს პროცესი დღეს უნდა დასრულდეს და ორივე მხარეს ბრალი უნდა წარედგინოს.


„ამ საქმეს იძიებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. გამოძიება მიმდინარეობს. იყო გარკვეული პრობლემები, რაც ძალზედ არასასიამოვნო იყო - დაზარალებული მხარე არ თანამშრომლობდა, უბრალოდ ჩვენებებს არ იძლეოდა და ეს იყო დროში გაჭიმული პროცესი. თუმცა, როგორც ვიცი, დღეს ეს პროცესი დასრულდება, სტანდარტი შეიქმნება და ბრალი წარედგინება ორივე მხარეს თუ არ ვცდები,“- გიორგი გახარია.


ჟურნალისტის კითხვას ადგილი ჰქონდა თუ არა პროვოკაციას, შინაგან საქმეთა მინისტრმა უპასუხა, რომ ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს.


 „ამ მომენტში ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, პროვოკაცია არ ნიშნავს იმას, რომ ფიზიკური ზემოქმედება უნდა მოახდინო ადამიანზე თუმცა არც პროვოკაცია არის სასურველი და სახარბიელო. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ბრალი სტანდარტით, როგორც ვიცი დღეს დღის განმავლობაში იქნება წარდგენილი,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031