გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ვიმსჯელებთ ისეთ ცვლილებებზე, რომელიც ნარკოტიკული პოლიტიკის სფეროში საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებას ჩარჩოში მოაქცევს

2-11-2018

„შეიძლება, ვიმსჯელოთ ისეთ ცვლილებებზე, რომელიც  ჩარჩოში მოაქცევს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებას იმ სფეროში, რასაც ჰქვია ნარკოტიკების მოხმარება თუ ზოგადად, ნარკოტიკული პოლიტიკა“,- ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განუცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, ეს არის პრინციპული გადაწყვეტილება.

 

მისივე თქმით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, ილია მეორესთან გამართულ შეხვედრაზე აღნიშნული მიმართულებით, საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ ისაუბრეს.


პარლამენტის თამვჯდომარის განცხადებით, შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ ამ სფეროს რეგლამენტაციასთან დაკავშირებით კონკრეტული მსჯელობა დაიწყება.

 

 

“ჩვენ გვქონდა ასევე სხვა საკითხებზე მსჯელობა. ასევე, გვქონდა საუბარი, ზოგადად, საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება განხორციელდეს ამ მიმართულებით. არსებობდა გარკვეული მოსაზრებები საკონსტიტუციო სასამართლოს როლის თაობაზე და ჩვენ შევჯერდით იმაზე, რომ აუცილებლად დავიწყებთ ძალიან კონკრეტული სახით  მსჯელობას შესაბამის საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება ეხებოდეს ზოგადად ამ სფეროს რეგლამენტაციას. შესაბამისი სფეროს რეგლამენტაციას და ასევე, შეიძლება ვიმსჯელოთ ისეთ ცვლილებებზე, რომელიც  ჩარჩოში მოაქცევს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებას იმ სფეროში, რასაც ჰქვია ნარკოტიკების მოხმარება თუ ზოგადად, ნარკოტიკული პოლიტიკა. ეს არის ასევე პრინციპული გადაწყვეტილება. უახლოეს დღეებში  დაიწყება ასეთ კანონპროექტზე მსჯელობა. კიდევ ერთხელ, მიმართულება არის ეს, ნარკოპოლიტიკის ჩარჩოებში მოქცევა და საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მისაღები გადაწყვეტილებების ჩარჩოებში მოქცევა. როგორ მოხდება ეს და რა ფორმით, ეს არის, რა თქმა უნდა, ტექნიკის საქმე. თუმცა, პრინციპული გადაწყვეტილება ამაზეც არის მიღებული”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930