გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
არჩილ თალაკვაძე ენზელ მკოიანზე...

2-11-2018


საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ენზელ მკოიანი ბრძოლას მმართველ გუნდთან ერთად აგრძელებს.

 

ეს განცხადება მან დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

 

 

„რამდენიმე დღეა გრძელდება პერსონალური შეტევა ჩვენს კოლეგაზე, უმრავლესობის და პარლამენტის წევრზე ენზელ მკოიანზე, რომელიც წარმოადგენს პარლამენტში სამცხე-ჯავახეთის რეგიონს. ოპოზიციას აქვს გაუგებარი მოთხოვნები, თითქოს მას იმუნიტეტი უნდა მოხსნას, უფლებამოსილება შეუწყდეს. მინდა პირდაპირ გიპასუხოთ: არანაირი იმუნიტეტის მოხსნა, არანაირი უფლებამოსილების არ იქნება მასთან მიმართებაში. ენზელ მკოიანი აგრძელებს ჩვენთან ერთად ბრძოლას და საქმიანობას ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის. ჩვენ კიდევ უფრო კარგი შედეგები გვექნება მეორე ტურში სამცხე -ჯავახეთში. ნათელია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გაღიზიანება, მათი მხრიდან თავდასხმები ზუსტად გამოიწვია იმან, რომ ენზელ მკოიანმა და ჩვენმა გუნდმა „ქართულმა ოცნებამ“ სამცხე-ჯავახეთში ძალიან მარალი შედეგები აჩვენა. მე მინდა თავად ფაქტსაც გამოვეხმაურო, რაზეც ეს კამპანია ააგო „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და გრიგოლ ვაშაძის შტაბმა. რეალურად, ჩანაწერებით, გამოძიება დაწყებულია, დიდი იმედი მაქვს რომ აბსოლუტურ სიმართლეს დაადგენს გამოძიება, მაგრამ, ამოღებული ჩანაწერებით, რომელიც ბენზინგასამართი სადგურის კამერებმა აჩვენეს, ნათლად ჩანს, რომ სწორედ ვაშაძის მხარდამჭერების   მხრიდან იყო უმძიმესი პროვოკაცია, შეურაცხყოფა, პლაკატების ჩამოხევა და დემონსტრაციული ესკალაცია ძალადობის. შესაბამისად, მოვუწოდებ სამართალდამცავებს, რომ ძალიან დიდი ყურადღებით, ასევე სხვა გარემოებებთან ერთად, შეაფასონ  ეს გარემოებაც. ჩვენ ვემიჯნებით ყველანაირ ძალადობას.  მშვიდად ჩატარდა, ნახეთ ყველამ, არჩევნები საქართველოში. ძალადობა არის ის მეთოდი, რომელითაც თავის დროზე მუშაობდა ნაციონალური მოძრაობა და არასოდეს „ქართულ ოცნებას“ გამარჯვება არ უცდია ძალადობით. შესაბამისად, საზოგადოებამ უნდა შეაფასოს, თუ როგორ ხდება რეალურად ამ პროცესების ინსპირირება,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930