გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ტყიბულში გამგეობის შენობას მეშახტეები აქციას მართავენ

2-11-2018

საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ტყიბულში გამგეობის შენობასთან. მეშახტეები სამუშაო პროცესის განახლებას და შახტებში ჩასვლას ითხოვენ.


მათი თქმით, კომპანია „საქნახშირის“ ხელმძღვანელობამ დღეს განაცხადა, რომ ხელფასს ვეღარ გადაუხდის და ამიტომ ისინი ფიქრობენ, რომ ტყიბული დაცლის საშიშროების წინაშე დგას.


„საქნახშირის“ ადმინისტრაციამ დღეს დილით გვითხრა, რომ აღარ შესწევს რესურსი, გადაიხადონ ხელფასი მადნეულის მოპოვების პროცესის გარეშე. მივმართავთ ხელისუფლებას, მოგვცენ უფლება, ბურღვა-ფეთქებადი სამუშაოები შახტების იმ უბნებზე განვაახლოთ, სადაც მუშაობა უსაფრთხოა”, – განაცხადა პირველ არხთან აქციის მონაწილე მეშახტე ხვიჩა გაბუნიამ.


1tv.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031