გაიგე განსხვავებული

ოთხშაბათი, აპრილი 30, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„POSTV“- ის ინფორმაციით, ოზურგეთის საკრებულოში დაბა ნასაკირალის მაჟორიტარ დეპუტატს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, თანაპარტიელი ფიზიკურად გაუსწორდნენ

17-04-2025

„POSTV“- ის ინფორმაციით, ოზურგეთის საკრებულოში დაბა ნასაკირალის მაჟორიტარ დეპუტატს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, ბესიკ ქათამაძეს, თანაპარტიელი ბონდო თედორაძე და მეგობარი, არჩილ ჯაფარიძე, ფიზიკურად გაუსწორდნენ.


ცნობილი ხდება დაპირისპირების დეტალებიც - ირკვევა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ქობულეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე ბონდო თედორაძემ და პარტიის წევრმა გოგიტა სოლომონიძემ, ქათამაძე ბათუმში, შეხვედრაზე დაიბარეს, სადაც ასევე იმყოფებოდა არჩილ ჯაფარიძე.


ჯაფარიძე და თედორაძე ფიკურად გაუსწორდნენ ბესიკ ქათამაძეს და საკმაოდ მძიმე ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს.


„POSTV“-ისთვის ცნობილი ხდება დაპირისპირების მიზეზიც: ირკვევა, რომ ქათამაძეს, ჯაფარიძის ყოფილ მეუღლესთან, პირადი მიმოწერა და დაახლოების მცდელობა ჰქონდა, რის შესახებაც ჯაფარიძემ შეიტყო, რასაც ფიზიკური ანგარიშსწორება მოჰყვა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930