გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სამინისტროებში სტრატეგიული კომუნიკაციების სტრუქტურული ერთეულები შეიქმნება

2-11-2018

„ანტიდასავლური პროპაგანდის ზეგავლენის შესამცირებლად და ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების გაზრდის, აგრეთვე, ქვეყანაში ეფექტიანი, კოორდინირებული და პროაქტიული სტრატეგიული კომუნიკაციების სისტემის ჩამოყალიბების მიზნით, მთავრობის გადაწყვეტილებით, ყველა სამინისტროში სტრატეგიული კომუნიკაციების სტრუქტურული ერთეულები შეიქმნება“-ამის სესახებ პრემიერმა მამუკა ბახტაზემ განაცხადა.


პრემიერის თქმით, ანტიდასავლური პროპაგანდის შესაკავებლად შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია და სტრატეგიული კომუნიკაციების სისტემის ჩამოყალიბება, სწორედ, ამ მიზნით განხორციელებული მასშტაბური პროგრამის ნაწილი იქნება, რასაც ევროპელი კოლეგების მხრიდან დიდი მხარდაჭერა აქვს.


„ჩვენ ვქმნით სტრატეგიული კომუნიკაციების სტრუქტურულ ერთეულებს, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ეფექტიანი, კოორდინირებული და პროაქტიული სტრატეგიული კომუნიკაციების სისტემის ჩამოყალიბებას. დღეს, უკვე რამდენიმე სამინისტროში არსებობს ასეთი სტრუქტურა. შესაბამისად, გათვალისწინებული იქნება მათი მხარდამჭერი ღონისძიებები,"- განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031