გაიგე განსხვავებული

კვირა, მაისი 18, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახეთის პოლიციამ 2 ნარკორეალიზატორი დააკავა - ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

22-04-2025

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო და დეტექტივების სამმართველოების, ასევე, ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს.


აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 


„ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, გასაღების და გასაღების მცდელობის ბრალდებით დაკავებული არიან: წარსულში მრავალჯერ ნასამართლები 1999 წელს დაბადებული გ.ქ. და 1956 წელს დაბადებული გ.მ. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


პოლიციამ ნარკოტიკების უკანონოდ გასაღების ბრალდებით დაკავებული გ.მ.-სგან მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.


სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ასევე, მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს ნარკოტიკული საშუალებები „ჰეროინი“ და „გამომშრალი მარიხუანა“.


პოლიციის მიერ ნივთმტკიცებად, ასევე, ამოღებულია ელექტრო სასწორი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 273-ე პრიმა და 19- 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს“, - აცხადებენ შსს-ში. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031