გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პოლიციამ ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მომხდარი ქურდობა ცხელ კვალზე გახსნა

2-11-2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2001 წელს დაბადებული დ.ბ. ქურდობის ფაქტზე ამხილეს.


შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ მხილებულმა, თანამზრახველებთან ერთად, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მდებარე სასურსათო მაღაზია გაქურდა, საიდანაც, დაახლოებით, 3000 ლარის ღირებულების სხვადასხვა სახის პროდუქტები და 500 ლარამდე თანხა წაიღო.


სამართალდამცველებმა დ.ბ. მომხდარიდან რამდენიმე საათში ამხილეს. პოლიციამ ნაქურდალი პროდუქტები ნივთმტკიცებად ამოიღო. მხილებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.


ქურდობაში მონაწილე სხვა პირების დადგენის მიზნით ტარდება ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.


გამოძიება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930