გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვახტანგ შაქარიშვილი: სოციალურად დაუცველი ბავშვებითვის დახმარების გაზრდა პრემიერის სამთავრობო პროგრამის ნაწილია, რომელსაც პარლამენტმა ნდობა გამოუცხადა

3-11-2018

„სოციალურად დაუცველი ბავშვებითვის დახმარების გაზრდა პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის სამთავრობო პროგრამის ნაწილია, რომელიც მან საქართველოს პარლამენტში წარადგინა და რომელსაც პარლამენტმა ნდობა გამოუცხადა, შესაბამისად ზედმეტია და სპეკულაციაა იმაზე საუბარი, რომ ეს არის წინასაარჩევნოდ გადადგმული ნაბიჯი“ - ასე პასუხობს საკრებულოს წევრი ვახტანგ შაქარიშვილი გაერთიანებული ოპოზიციის ერთერთ ლიდერს გიორგი ვაშაძეს.


მისი თქმით, ცვლილებები გათვალისწინებული იქნება 2019 წლის ბიუჯეტის პროექტში და ამას საზოგადოება ძალიან მალე იხილავს.


„ეს იყო მამუკა ბახტაძის სამთავრობო პროგრამის ნაწილი, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არც ერთ ნაბიჯს არ დგამს საარჩევნო ხმების მოპოვების მიზნით. მარტივი გასაგებია, ვინ ატყუებს საზოგადოებას და ვინ ცდილობს მის შეცდომაში შეყვანას, გადახედონ საკუთარ წინასაარჩევნო კამპანიას, პოპულისტური ნარატივი ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ სტილი, ხოლო ქართული ოცნება მოქმედებს მოქმედებდა და გადადგამს ყველა ნაბიჯს რათა ჩვენი მოსახლეობის ყველა პრობლემას ადეკვატური პასუხი გაეცეს და ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიურობა საგრძნობლად გაუმჯობესდეს“ - განაცხადა ვახტანგ შაქარაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031