გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აკაკი ზოიძე: კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმით ვეცდებით, მივიტანოთ მოქალაქეებამდე ინფორმაცია გაკეთებულ საქმეებსა და გეგმებზე, ასევე მოვისმინოთ პრობლემები

3-11-2018

საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგებიდან ჩვენ რამდენიმე გაკვეთილი გამოვიტანეთ და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გაკვეთილი იყო, რომ მოსახლეობასთან ნებისმიერი ფორმით კომუნიკაციის ნაკლებობაა, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა, აკაკი ზოიძემ განაცხადა.


მისი თქმით, საუბარი არ შეეხება მოსახლეობასთან მხოლოდ პირისპირ შეხვედრებს.


„ჩვენს მიერ გაკეთებული ბევრი რამის შესახებ ინფორმაცია არ არის მისული მოქალაქეებამდე. ასევე, ბევრი რამ იგეგმება ქვეყანაში არსებული ტენდენციების გასაძლიერებლად და უარყოფითი ტენდენციების აღმოსაფხვრელად. მოქალაქეებს ამის თაობაზეც პრაქტიკულად არ გააჩნიათ ინფორმაცია. მხოლოდ პიარით ეს არ კეთდება, ეს უნდა მოხდეს ადამიანებთან შეხვედრითაც, სხვადასხვა საკომუნიკაციო ფორმებით“, – განაცხადა ზოიძემ.


მისი თქმით, მმართველი გუნდი ეცდება, რომ კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალებით მიიტანოს ინფორმაცია მოსახლეობამდე.


„ვეცდებით, რომ კომუნიკაციის ყველანაირი საშუალებით, მათ შორის პირისპირ თუ ჯგუფური შეხვედრებით მიზნობრივ ჯგუფებთან, პროფესიულ წრეებთან, ყველასთან, ვისთანაც შესაძლებელია ხმის მიწვდენა, ვისაც აწუხებს ამ ქვეყნის ბედ-იღბალი, მათთან ერთად შევძლოთ ამის გაკეთება. ასევე, მოვძებნოთ კომუნიკაციის ახალი, ინოვაციური ფორმები, რომ მივიტანოთ ეს ინფორმაცია მოსახლეობამდე და მივიღოთ უკუკავშირი, რათა მოსმენილი პრობლემების გადაწყვეტა და პოლიტიკის გადაწყობა მოვახერხოთ ისე, როგორც მოქალაქეებისთვის იქნება მისაღები. ჩვენი მიზანია, საზოგადოებამ დაინახოს, რომ ეს არის მთავრობა, რომელიც მათ უსმენს და შესაბამისად იქცევა“, – განუცხადა დეპუტატმა აკაკი ზოიძემ ჟურნალისტებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930