გაიგე განსხვავებული

პარასკევი, მაისი 23, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი აბაშიშვილი: საქართველოს ეკონომიკა მარტში 9%-ით, ხოლო პირველ კვარტალში 9.3%-ით გაიზარდა. სახელმწიფო ბიუჯეტი 102.1%-ით შესრულდა

30-04-2025

„ბიზნეს ინსაიდერ საქართველოს“ დამფუძნებელი, გიორგი აბაშიშვილი, ფეისბუქ გვერდზე პოსტს აქვეყნებს.


როგორც აბაშიშვილი აღნიშნავს, საქართველოს ეკონომიკა 9.3 პროცენტით გაიზარდა, სახელმწიფო ბიუჯეტი კი 102.1 პროცენტით შესრულდა.


„საქართველოს ეკონომიკა მარტში 9 პროცენტით, ხოლო პირველ კვარტალში 9.3 პროცენტით გაიზარდა მხოლოდ ფაქტები რეალობისა და მითების განსასხვავებლად: მითი: საქართველოს ეკონომიკა კრიზისშია, უარყოფითი ეკონომიკური ზრდა - 3.4 პროცენტი იქნება რეალობა: საქართველოს ეკონომიკა 9.3 პროცენტით გაიზარდა (I კვარტალი) IMF, WB, EBRD, ADB - საქართველოს ეკონომიკის ზრდას 5.5-6 პროცენტის ფარგლებში პროგნოზირებენ მითი ლარის კურსი დოლართან მიმართებით დაფიქსირდება - 1 აშშ დოლარი = 3.1 ლარს რეალობა 1 აშშ დოლარი = 2.75 ლარს მითი სახელმწიფო ბიუჯეტის დანაკლისი 1.3 - 1.6 მილიარდი დოლარი იქნება რეალობა სახელმწიფო ბიუჯეტი 102.1 პროცენტით შესრულდა (I კვარტალი)“, - წერს გიორგი აბაშიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031