გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი აბდალაძე: ამ ქვეყანაში ,,ნაციონალურ მოძრაობას“ და მიხეილ სააკაშვილს უარი უნდა ეთქვას

4-11-2018

მიხეილ სააკაშვილის რეჟიმისა მიერ რეპრესირებული ფოტოგრაფი გიორგი აბდალაძე საზოგადოებას არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდებს.


,,მოთხოვნები ყველას აქვს ერთი, რომ ,,ნაციონალურ მოძრაობას“ და მიხეილ სააკაშვილს ეთქვას უარი, ამ ქვეყანაში. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ყველა წავიდეს არჩევნებზე და უარი უთხრას მიხეილ სააკაშვილს. ვაშაძე ბუტაფორიაა. ძირითადად სააკაშვილს უნდა ძალაუფლების ხელში აღება. ვაშაძე არის სატყუარა, რომელმაც მთავარი ფუნქცია უნდა შეასრულოს, რომ შეიწყალოს ეს ბანდა. ისევ შეკრიბოს და დაიწყონ მერე მოქმედება. ჩვენ არ უნდა მივცეთ ამის საშუალება“, - აცხადებს ფოტოგრაფი.


მისი თქმით, საზოგადოებამ ,,ქართულ ოცნებას“ კიდევ ერთი შანსი უნდა მისცეს და ,,ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნება არ დაუშვას.
,,თუ ვინმე განაწყენებულია ,,ოცნებაზე“, წინ არის საპარლამენტო არჩევნები, წელიწად ნახევარში. შეწყალების უფლება არ უნდა მივცეთ ამ ჯალათებს, ეს არის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი, რასაც ვითხოვთ თითოეული“, - განაცხადააბდალაძემ ვერის ბაღში გამართულ აქციაზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930