გაიგე განსხვავებული

კვირა, ივლისი 20, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია აბაშიძე: ჰუმანურ ბიძინა ივანიშვილს არაერთმა უღალატა, მათ შორისაა გიორგი ბაჩიაშვილი, რომელსაც სასამართლომ ბიტკოინების დაბრუნება დაავალდებულა, თაღლითობა „პოლიტიკური დევნა“ ვერასდროს იქნება

1-05-2025

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში აფასებს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა და „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილ ხელმძღვანელს გიორგი ბაჩიაშვილს, 9000-მდე ბიტკოინის უკან დაბრუნება დაევალა.


აბაშიძის თქმით, გიორგი ბაჩიაშვილის მიერ ჩადენილი თაღლითობა „პოლიტიკური დევნა“ ვერასდროს იქნება.

„ჰუმანურ ბიძინა ივანიშვილს არაერთმა უღალატა, მათ შორისაა გიორგი ბაჩიაშვილი, რომელსაც სასამართლომ ბიტკოინების დაბრუნება დაავალდებულა, თაღლითობა „პოლიტიკური დევნა“ ვერასდროს იქნება.


თბილისის სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის სარჩელი სრულად დააკმაყოფილა, გიორგი ბაჩიაშვილს 9000-მდე ბიტკოინის დაბრუნება დაევალა. რა საცოდაობაა, რომ საკუთარი შარლატანობის ვითომ გამართლება, რადიკალური ოპოზიციის უნიათობით გამწარებულმა, სხვას ვითომ გადააბრალო. ვერანაირად ვგუობ ანტიქართველ არსებებს, ჩემთვის კი არა და, უმრავლესობისთვის, კეთროვანი არსებები არიან. No mercy!“ - წერს გია აბაშიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031