გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ია მეტრეველი: არ დავუშვებთ, რომ საქართველოში სააკაშვილის ჯოჯოხეთი დაბრუნდეს

4-11-2018

“დღეს აქ ვხედავ იმ სახეებს, რომლებიც მთელი ცხრა წელიწადი ერთად ვიდექით იმ ტყვიებში, ცეცხლში, გაზების გაშვების პერიოდში და ათასი უბედურება გადავიტანეთ და მაშინ არ შეგვშინებია. მე მინდა აქედან ვუთხრა „ნაციონალურ მოძრაობას“ დღეს აქ ვიკრიბებით იმიტომ კი არა, რომ თქვენი გვეშინია, ჩვენ 2-ში? დაგამარცხებთ თქვენ ძალიან ძალიან დიდი გამარჯვებით, დიდი პროცენტით აუცილებლად!"-ამის შესახებ სააკაშვილის რეჟიმის მიერ შვილმოკლულმა დედამ, ია მეტრეველმა ვერის ბაღში გამართულ საპროტესტო აქციაზე განაცხადა.

"მე მინდა მივმართო იმ ადამიანებს, რომლებიც სამართლიანად არიან განაწყენებული და მხოლოდ იმიტომ არ მოვიდნენ არჩევნებზე და შედეგიც ასეთი იმიტომ დადგა. თუმცა, მე ვარ დარწმუნებული, რო ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ჩვენს გვერდში იდგნენ და სისხლით და მთელი ძალისხმევით მოვიპოვეთ 2012 წლის გამარჯვება. ეს ადამიანები, დარწმუნებული ვარ, უკვე აცნობიერებენ რა რეალობის წინაშე დავდექით. ის, რომ ის ჯოჯოხეთი, სააკაშვილის ჯურღმულები შეიძლება დაბრუნდეს უკან, რასაც არ დავუშვებთ ჩვენ არავითარ შემთხვევაში.


მე მინდა გაგახსენოთ ...მე იმიტომ ავიღე ინიციატივა ჩემს თავზე, მე ვერაფრით ვერ გავჩერდებოდი სახლში, რომ ხმამაღლა არ გამომეთქვა ჩემი აღშფოთება და ჩემი აღელვება. გაიხსენეთ ჩემი ტრაგედია, როდესაც ახალგაზრდა 40 წლის ქალს დამიმთავრეს აბსოლუტურად ყველაფერი: დედობა, ბებიობა...ეხლა უკვე დახუნძლული უნდა ვიყო შვილიშვილებით და არაფერი აღარ დამრჩა ამ ცხოვრებაში, კიდევ კარგი, რომ დისშვილები მყავს და ისეთი ახლობლები, რომლისთვისაც ვცოცხლობ და ვცოცხლობ ზუსტად თქვენთვის, ხალხისთვის.


...მე ვცდილობდი, რომ ხელისუფლებამდე მიმეტანა ეს ხმები და ვახერხებდი ხშირ შემთხვევაში, რომ ყველას დავხმარებოდი რითაც შემიძლია. ახლა მე მინდა გითხრათ თქვენ, რომ ეს ჩემი ტრაგედია გაითავისეთ! თუ ესენი დაბრუნდნენ, აუცილებლად იქნება სხვა ბუტა, სხვა გიორგი, სხვა სანდრო და მიყვება ამას ასეთი უბედურება, და არავინ არ არის დაზღვეული, რომ მის შვილებს არ შეეხებიან. ჩვენ არ უნდა დავუშვათ იმ ჯოჯოხეთის დაბრუნება, რაშიც ვიყავით, ეს გამორიცხულია, და ძალიან ბევრს შეიძლება ეს არ მოსწონდეს, რომ დღეს ჩვენ აქ ვდგავართ, სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე და ეს არ უნდა მოხდეს არაფრით. ამიტომ შევქმენით სამოქალაქო მოძრაობა, რომ არჩევნების გზით გამოვაფხიზლოთ და გამოვაღვიძოთ... ჩემი ხმა მინდა რომ ყველას ყურამდე მივიდეს მთელს საქართველოში, რომ გადარჩენის ერთადერთი გზა, რომ ავიცილოთ სისხლისღვრა და ჩვენი ქვეყანა სიბნელისკენ კი არ წავიდეს, წავიდეს სინათლისკენ, ნათელი მომავლისკენ. ეს არის მხოლოდ არჩევნებზე მოსვლა მეორე ტურში, რომელსაც ჩვენ ძალიან დიდი გამარჯვებით დავასრულებთ დარწმუნებული ვარ.


მე მინდა ვუთხრა „ნაციონალურ მოძრაობას“: თქვენ იმდენი დანაშაული გაქვთ ჩადენილი, რაზეც სინანულიც კი არ გაგვიგია თქვენგან, ოდნავადაც არ შეგვიმჩნევია, რო თქვენ რაღაცას ნანობდეთ და ის კი გინდათ რომ ცხრა წელი არ ვახსენოთ და არ გავიხსენოთ. ვერ დავივიწყებთ ცხრა წელს ვერასოდეს, მითუმეტეს მაშინ, როდესაც თქვენ აქეთ შეტევაზე გადმოდიხართ, იმის მაგივრად, რომ რაღაცას ინანიებდეთ. იცოდეთ, არ დაუშვებს ქართველი ერი თქვენ დაბრუნებას, კაცების გაუპატიურებას, არ დაუშვებს 13-14 წლის ბავშვების ციხეში ჩაყრას უდანაშაულოდ და მათ ოჯახებს ანადგურებდით. ათასი უბედურება გამოვიარეთ. აღარ ჩამოვთვლი ამ, ყველაფერს, ყველასთვის კარგადაა ცნობილი.


მოგმართავთ კიდევ ერთხელ. ვინც არ მოხვედით არჩევნებზე. ეს არ არის ჩვეულებრივი არჩევნები, ეს არის სიბნელესა და სინათლეს შორის არჩევანის გაკეთება. ჩემზე განაწყენებული დღეს თქვენ არავინ არ იქნებით, რადგან 6 წელია ვისმენ ჩემი ბოლო წუთებს სასამართლოებში, თუ რა დღეში იყო ჩემი შვილი და ამას ვუძლებ 6 წელია და ჯერ სამართალი არ დამდგარა ჩემი შვილის. მე ვარ ნაწყენი, მაგრამ მე ვდებ ჩემს პირადს უკან ად სახელმწიფოს ვაყენებ პირველ რიგში წინ და ამიტომ ვარ აქ და ჩემი სიცოცხლის ბოლო წუთამდე ვიდგები ქვეყნის სადარაჯოზე. და მე გაძლევთ პირობას, რომ მთავარია ახლა ჩვენ გავიმარჯვოთ ამა არჩევნებში და მერე ყველაფერი სხვაგვარად იქნება. აუცილებლად საზოგადოება აიღებს უკვე კონტროლს ხელისუფლებაზე და აუცილებლად გამოსწორდება ის შეცდომები, რაც აქამდე იყო დაშვებული. მე გპირდებით, რომ ეს აუცილებლად ასე იქნება.


ამიტომ, ქუდზე კაცი არჩევნებზე! ყველანი არჩევნებზე! ესაა ჩემი ბოლო სიტყვა"-განაცხადა ია მეტრეველმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930