გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოში კინოგადაღებებით ჰოლივუდი დაინტერესდა

5-11-2018

ჰოლივუდური კინომწარმოებელი კომპანიების მაღალი რგოლის მენეჯერებმა და სააგენტოს დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა საქართველოში კინოგადაღების პოტიანციალი და შესაძლებლობები განიხილეს.


ქ. ლოს-ანჯელესში,  პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ პოპულარიზაციის მიზნით, შეხვედრები  ისეთ კომპანიებთან შედგა, როგორებიცაა: Disney Studios, ABC Studios, Cable Networks, Marvel Studios, Lucasfilm, Paramount pictures, HBO და Universal pictures.


სააგენტოს დირექტორმა და პროგრამის წარმომადგენლებმა კონკრეტულ შედეგებზე ისაუბრეს და  ყველა ის სამუშაო დეტალი განიხილეს, რომელიც გადაღებებს ახლავს თან, რამაც ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია ამერიკული მხრიდან.


თითოეული კომპანიის ხელმძღვანელისთვის ძალიან მომხიბლავი ფაქტი იყო ის, რომ სახელმწიფოს აქვს ე.წ “Cash Rebate” პროგრამა, რომელიც საქართველოში დახარჯული  კვალიფიციური ხარჯების 20%-დან 25%-მდე დაბრუნებას ითვალისწინებს, დაბალი გადასახადები, მოქნილი და სწრაფი პროცედურები და რაც მთავარია მრავალფეროვანი, ოთხი სეზონის ლოკაციები.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031