გაიგე განსხვავებული

კვირა, ივლისი 13, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ერთადერთი, ვინც ამტკიცებს საქართველოში ხელისუფლებას, ეს არის ქართველი ხალხი და ქართველი ხალხის ნებას და არჩევანს ყველამ უნდა სცეს პატივი

7-05-2025

ერთადერთი სუბიექტი არსებობს, ვინც საქართველოს ხელისუფლებას ანიჭებს ლეგიტიმაციას, ეს არის ქართველი ხალხი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


პრემიერის თქმით, სამწუხაროა, რომ ქართველი ხალხის ნებას არ სცემენ სათანადო პატივს.


„ერთადერთი სუბიექტი არსებობს, ვინც საქართველოს ხელისუფლებას ანიჭებს ლეგიტიმაციას, ეს არის ქართველი ხალხი. ქართველმა ხალხმა, 54%-იანი მხარდაჭერით გამოგვიცხადა ნდობა შარშან, ოქტომბერში, როცა შედგა საპარლამენტო არჩევნები. სხვას არავის აქვს უფლება, ისაუბროს ჩვენს ლეგიტიმაციაზე. ერთადერთი სუბიექტი არის ქართველი ხალხი, რომელიც ხელისუფლებას ანიჭებს ლეგიტიმაციას. მადლობა ღმერთს, ჩვენ აღარ ვართ 80-იან წლებში.


მაშინ ყველაფერი იგზავნებოდა მოსკოვში. დისერტაციას რომ იცავდნენ, იმასაც კი მოსკოვში აგზავნიდნენ დასამტკიცებლად. დღეს საქართველოს ხელისუფლებას არ სჭირდება გარედან არავის დამტკიცება. ერთადერთი, ვინც ამტკიცებს საქართველოში, დამოუკიდებელ ქვეყანაში ხელისუფლებას, ეს არის ქართველი ხალხი და ამას ყველამ უნდა სცეს პატივი. სამწუხაროდ, არ სცემენ ამ ყველაფერს სათანადო პატივს, თუმცა ქართველ ხალხს, მის ნებას და არჩევანს ყველამ უნდა სცეს პატივი“, - განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031