გაიგე განსხვავებული

კვირა, ივლისი 13, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: უნდათ, რომ 26 მაისი იყოს ორად გაყოფილი და საზოგადოება ორად გაიხლიჩოს - ჩვენ ამის საშუალებას „დიფ სთეითს“ არ მივცემთ - ყველას, ვინც სხვა დაკვეთით შეიძლება მოქმედებდეს, სალომე ზურაბიშვილის ჩათვლით, ვაფრთხილებთ, რომ ფეხი არსად დაუცდეთ

7-05-2025

უნდათ, რომ 26 მაისი იყოს ორად გაყოფილი და საზოგადოება ორად გაიხლიჩოს - ჩვენ ამის საშუალებას „დიფ სთეითს“ არ მივცემთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


პრემიერის თქმით, „დიფ სთეითის“ დამოკიდებულება არის, რომ არაფერი არ უნდა აერთიანებდეს საზოგადოებას, მათ შორის სადღესასწაულო თარიღებიც კი.


„დიფ სთეითის დაკვეთაა, რომ უნდა გახლიჩონ საზოგადოება. თქვენ გახსოვთ, თარიღებთან დაკავშირებით როგორი დისკუსია გამართეს. თვითონ აღნიშნავდნენ 8 აგვისტოს, ომის დაწყების თარიღს და შემდეგ უცებ გადაერთნენ 7 აგვისტოზე. შობა უნდა აღინიშნოს არა 7 იანვარს, არამედ, 25 დეკემბერს და ა.შ. ყველაფერში უნდა გახლიჩონ საზოგადოება. ეს არის „დიფ სთეითის“ დამოკიდებულება. არაფერი არ უნდა აერთიანებდეს საზოგადოებას. თარიღებიც კი, დღესასწაულებიც კი. ეს არის მათი დამოკიდებულება. აქაც - 26 მაისი უნდა იყოს ორად გაყოფილი და საზოგადოება ორად უნდა გაიხლიჩოს. ჩვენ ამის საშუალებას „დიფ სთეითს“ არ მივცემთ. ყველას, ვინც სხვა დაკვეთით შეიძლება მოქმედებდეს, სალომე ზურაბიშვილის ჩათვლით, ვაფრთხილებთ, რომ ფეხი არსად დაუცდეთ“, - განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031