გაიგე განსხვავებული

ოთხშაბათი, ივლისი 30, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი: როგორ შეიძლება, „მეგობარი აქტი“ ერქვას აქტს, რომელიც თავიდან ბოლომდე ქართველი ხალხის და ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ მტრული დამოკიდებულებით არის გამსჭვალული, ეს მტრული აქტია

7-05-2025

„მეგობარი აქტი“ სინამდვილეში არის აბსოლუტურად მტრული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, როგორ შეიძლება, „მეგობარი აქტი“ ერქვას აქტს, რომელიც თავიდან ბოლომდე ქართველი ხალხის და ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ მტრული დამოკიდებულებით არის გამსჭვალული.


„კიდევ ერთხელ ვლინდება ორუელისეული მიდგომა, რომ მეგობარი არის მტერი, ომი არის მშვიდობა და ა.შ. ამის გაგრძელებაა. როგორ შეიძლება, „მეგობარი აქტი“ ერქვას აქტს, რომელიც თავიდან ბოლომდე ქართველი ხალხის და ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ მტრული დამოკიდებულებით არის განმსჭვალული. ეს არის მტრული აქტი. გრძელდება ბრძოლა ტრამპსა და Deep State-ს შორის. როდესაც ხდება ასეთი გადაწყვეტილების მიღება, ეს ნიშნავს იმას, რომ იმ კონკრეტულ მომენტში Deep State-მა სძლია ტრამპის ადმინისტრაციას. ეს ვიხილეთ ჩვენ ამ ორიოდე დღის წინ. ჯერ კიდევ გვაქვს ოპტიმისტური მოლოდინი, რომ ტრამპის ადმინისტრაცია დაამარცხებს Deep State-ს. ეს თუ ასე მოხდება, ამ შემთხვევაში დალაგდება ურთიერთობები საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


მთავრობის მეთაურის შეფასებით, არიან ადამიანები, რომლებიც არა პრეზიდენტ ტრამპის, არამედ Deep State-ის გავლენის ქვეშ არიან და ასეთია, მაგალითად, ჯო უილსონი.


„ის არის თავიდან ბოლომდე Deep State-ი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


პრემიერმა აღნიშნა, რომ მას აქვს „დიფ სთეითზე“ პრეზიდენტ ტრამპის გამარჯვების ოპტიმისტური მოლოდინი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031