გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ეკა ბესელია: ეს არის რეალობის ძალიან გულწრფელი და ობიექტიური ანალიზი

5-11-2018

პარლამენტის იურიდიულ საკთხთა კომეტეტის  თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, დღეს გავრცელებული პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვიდეომიმართვა რეალობის ობიექტური ანალიზი იყო.

 

მისივე თქმით, სასწორზე ის ყველაფერი დევს, რაც 2012 წელს მმართველმა პარტიამ მოიტანა.

 

„ეს არის რეალობის ერთი მხრივ ძალიან გულწრფელი და ობიექტიური ანალიზი. იმ შეცდომებისა და იმ პრლბმეების  დანახვა, რასაც ხედავს მმართველი პარტია და ვხედავთ ჩვენ ყველა, რაც არის დარჩენილი, რაც არის გადასაწყვეტი, რაც ჩვენი მოქალაქეების წუხილია.

 

ყველაფერი ის, რაც დიდი ბროძლის შედეგად 2012 წელს იყო მოტანილი, სასწორის ერთ მხარეს დევს და მეორე მხარეს არის არა პოლიტიკური ძალა, არამედ სამწუხაროდ, რევანშისთვის მომართული გაერთიანება, ჯგუფი, რომელიც საფრთხეს იმ ყველაფერს შეუქმნის, რაც 2012-მა წელმა მოიტანა. ყველამ ჩვენი სფეროს პასუხისმგებლობა უნდა გადავინაწილოთ და არა მხოლოდ ერთმა ადამიანმა, ბიძინა ივანიშვილმა, მიუხედავად იმისა რომ ის ისევ იღებს თავის თავზე ამ ძალიან დიდ ტვირთს და პასუხისმგებლობას, როგორც ეს გააკეთა 2012 წელს და ამ პასუხისმგებლობით ესაუბრება მოქალქეებს,“  -განაცხადა ეკა ბესელიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031