გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნიკო ფიროსმანაშვილის სურათები გერმანიის მუზეუმში გამოიფინება

5-11-2018

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, მიმდინარე წლის 10 ნოემბრიდან, მომავალი წლის 10 მარტამდე, გერმანიაში, ქალაქ დიუსელდორფის ხელოვნების მუზეუმში „K20-Kunstsammlung NRW“ ნიკო ფიროსმანაშვილის 5 სურათი გამოიფინება.

 

მხატვრის ნამუშევრები დიუსელდორფის მუზეუმში  მოდერნიზმის გამოფენის ფარგლებში იქნება წარმოდგენილი, რომლის სახელწოდებაა „Museum global -Microhistories of an Ex-centric Modernism“.

 

დიუსელდორფის ხელოვნების მუზუმში ექსპონირებული საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმის (სოფ. მირზაანი) კოლექციიდან მხატვრის ორი ნამუშევარი - „მალაკნების ქეიფი“ და „ხილის დუქანი“ იქნება; ასევე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციიდან  ნიკო ფიროსამანაშვილის მიერ შესრულებული დიპტიქი „ორთაჭალის ტურფები“ და „ნატურმორტი დოშებით“.

 

დიუსელდროფის ხელოვნების მუზეუმის გამოფენა სახელწოდებით „Museum global -Microhistories of an Ex-centric Modernism“ მოიცავს 1910-1960 წლების პერიოდს და ნიკო ფიროსმანაშვილის სურათებთან ერთად, დამთვალიერებელი, ასევე იხილავს პიკასოს, ლეჟეს, მოდილიანის,  კანდინსკის, შაგალის და სხვათა ნამუშევრებს. აღნიშნულ გამოფენაზე წარმოდეგნილი იქნება როგორც, დუსელდორფის ხელოვნების მუზეუმის, ასევე მსოფლიოს ცხრა  ქვეყნის სხვადასხვა მუზეუმის ექსპონატები.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031