გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახა კალაძე: დარწმუნებული ვარ, მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილი გაიმარჯვებს

5-11-2018

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ მმართველი გუნდისაგან მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვებს.

 

მისივე თქმით, მმართველ პარტიას კარგად აქვს გააზრებული, თუ რატომ ვერ გახდა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პირველსავე ტურში.

 

„პირველ ტურში სალომე ზურაბიშვილმა მოიგო. ცოტა ნაკლები მაჩვენებლით, მაგრამ მოიგო. დარწმუნებული ვარ, მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილი გაიმარჯვებს. რაც შეეხება ზოგადად საზოგადოების განწყობას, მე ამაზე არჩევნების მეორე დღესვე ვისაუბრე. ეს  იყო პასუხი საზოგადოების მხრიდან ხელისუფლების მიმართ და ეს იყო გარკვეული გზავნილი. ჩვენ ვისაუბრეთ, რომ არის გარკვეული თემები, რომლებიც საზოგადებაში მღელვარებას გამოხატავს, არის გარკვეული პრობლემები, რომლებსაც მოგვარება სჭირდება, არის საკითხები, რომლებსაც პასუხები სჭირდება. ჩვენ ეს კარგად გვაქვს გაგებული, კარგი ანალიზი გვაქვს გაკეთებული, თუ რატომ მოხდა ეს ყველაფერი,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031