გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: როგორც სალომე ზურაბიშვილმა ბრძანა, ვაშაძე და რუსეთი საქართველოში ვერ დაბრუნდებიან

5-11-2018

„გრიგოლ ვაშაძე მუშაობდა საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროში, ბირთვული შეიარაღებისა და კოსმოსის განყოფილებაში და ეს რასაც ნიშნავს, ყველამ კარგად ვიცით. ჩვენ აქ ხშირად გვაქვს ხოლმე საუბარი რბილ ძალაზე და რუსული პროპაგანდის საფრთხეებზე და წარმოიდგინეთ, რა ვითარებაა, რომ ასეთი ადამიანი არის მხარდაჭერილი პიარული კუთხით რუსი შკლიაროვის მიერ“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

 

ირაკლი კობახიძე ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებებს გამოეხმაურა. მისი შეფასებით, გრიგოლ ვაშაძის პიარ კამპანია რუსულ სტილში წარიმართება.

 

„ბატონი სერგი ხშირად საუბრობს ხოლმე რუსულ რბილ ძალაზე, საფრთხეებზე და როდესაც მეორე ადგილზე გასულ კანდიდატს რუსი შკლიაროვი უწევს პიარკამპანიას რუსულ სტილში, მარტო მის წარმომავლობაში კი არ არის აქ საქმე, საქმე არის იმაში, რომ „რუსთავი2“-ს რომ უყურებ, არანაირი განსხვავება არ არის „რტრ“-თან და „ორტ“-სთან და რომ უყურებ სოც-ქსელებს, იმ ბინძურ კამპანიას და ნიაღვარს, რომელიც მოედინება ყოველდღიურ რეჟიმში სოც-ქსელებიდან, ესეც არის რუსული სტილი. რატომ ვერ ხედავთ თქვენ აქ რუსული რბილი ძალის პრობლემას და რუსული პროპაგანდის საფრთხეს. მგონი აქ დღესავით ნათელია ყველაფერი, რასთანაც გვაქვს საქმე, თუმცა, როგორც ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა ბრძანა, ვაშაძე და რუსეთი საქართველოში ვერ დაბრუნდებიან“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031