გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ ყაველაშვილი რომან გოცირიძეს: პოლიტიკაში ნამდვილად ცუდი გემოვნება გაქვთ

5-11-2018

„ის არსება ამსტერდამში ზის ოთხ კედელს შორის, „სკაიპით“ ერთვება ჩვენ მოსახლეობას ყურსასმენგარჭობილი და ცხვირში კოკაინშეყრილი და თქვენ კულტივაციაზე გვესაუბრებით?“ – ასე მიმართა პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძეს.

 

 

„ადამიანმა, რომელმაც მოწამლა მთელი ერი. ეს ადამიანი არაფორმალური მმართველი იქნება თქვენი, თუ მთავრობაში არ აპირებს მოსვლას? არ დავუშვებთ.

 

ყოველთვის ვერიდები ამ ცხრა წელზე ლაპარაკს, მაგრამ ჩემმა შვილმა დამისვა კითხვა, რა გააკეთეს ასეთიო. 16 წლის არის და მართლაც არ ყოფილა მისთვის ცნობილი, რას აკეთებდით თქვენ.

 

ჩემს სფეროს შევეხები ბატონო რომან. იმასაც აღვნიშნავ, რომ ფეხბურთი გიყვართ, ძალიან ხშირად გვაქვს საუბარი და საკმაოდ კარგი გემოვნება გაქვთ ფეხბურთში, მაგრამ პოლიტიკაში ნამდვილად ცუდი გემოვნება გაქვთ, ვისთანაც გაქვთ ურთიერთობა. ფეხბურთზე ხომ დადიოდით? 35-ში დადიოდით? ეს სკოლა განადგურებული რომ არის იცით? „ნორჩი დინამო“ იცით?“,- განაცხადა ყაველაშვილმა.

 

რომან გოცირიძემ კი ამის პასუხად აღნიშნა, რომ სკოლის ტერიტორია ედუარ შევარდნაძემ მიწებად გაყიდა.

 

რაზეც, ყავლაშვილმა განაცხადა, რომ შევარდნაძეს არ გაუყიდია, რისი დამადასტურებელი ფაქტებიც აქვს.

 

„შევარდნაძეს არ გაუყიდია. მაქვს ფაქტები. ბიუჯეტიდან დააფინანსეთ უცხოელი მწვრთნელები, 10 მილიონი გადაიხადეთ. დააბოლეთ მთელი საქართველო, რომ ევროპაზე და მსოფლიოზე გახვიდოდითდა ეს ფული ვის გაატანეთ და რა ატკატებით გააკეთეთ ეს ყველაფერი ჩვენმა მოსახლეობამ, ჯერ შეიძლება არ იცის. ისიც გაიხსენეთ ნახევარ საათში გადაყენებული პრეზიდენტი.

 

იცით როგორ მოხდა ეს ყველაფერი? თქვენი, ბატონი, ეს კოკაინშეყრილი ცხვირში, მთელი მთავრობა ელოდებოდა როდის გაიღვიძებდა და გაღვიძებამდე დაასწრო ერთმა ფრთამ ნაციონალების, რომ აირჩევდნენ გიორგი ნემსაძეს და მერე მეორე ფრთა მივიდა საჩივლელად. თქვენ გინდათ რომ ეს დააბრუნოთ? გინდათ ეს დაგაბრუნებინოთ? ეს გაუწონასწორებელი, ვიღაცა, ჩემს თავზე მაქვს გამოცდილი და ვიცი ვინ არის.

 

ბატონო რომან, ვერ მოატყუებთ ქართველ ერს და ის ინსტინქტები, რომლებიც მიძინებული გქონდათ და დღეს შეცდომად აღვიქვამთ, რომ კოაბიტაციაში შევედით თქვენთან. ეს იყო შეცდომა, თუმცა გვინდოდა ერთად გაგვეგრძელებინა ცხოვრება და იქნებ განვითარებაში ერთად მიგვეღო მონაწილეობა, მაგრამ თქვენი ცვლილება არ იქნება. აი, როგორც შეერთდით ახლა და ლუსტრაცია მოხდა მთელი ამ პოლიტიკური სპექტრის, ვინა ხართ და რას წარმოადგენთ, დანდობა აღარ იქნება. პოლიტიკურ სანაგვეზე სამუდამოდ გაგისტუმრებთ ქართველი ერი“, – აღნიშნა ყაველაშვილმა.

 

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031