გაიგე განსხვავებული

ოთხშაბათი, ივნისი 11, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია აბაშიძე: საქართველოში ევროკრატიის ელჩებში ფარისევლობაში დაწინაურდა პაველ ჰერჩინსკი, რომელიც ევრობლოკში პარტიების აკრძალვას ვერ ხედავს და ოცნებობს ჩვენს ხელისუფლებაზე მასშტაბურ სანქციებზე

14-05-2025

ანალიტიკოსი გია აბაშიძე საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის ორ სხვადასხვა განცხადებას ეხმიანება, რომელიც ერთის მხრივ აცხადებს, რომ „პოლიტიკური ოპოზიციის აკრძალვა არ არის ევროპული გზა“ და ამასთან, იმედი აქვს, რომ მალე მიაღწევენ იმ მომენტს, როდესაც „27 ქვეყანა საქართველოს ხელისუფლებას დაასანქცირებს“.


ანალიტიკოსის თქმით, ამგვარი ანტიქართული განცხადებებით ვერც ევროკავშირის წარმომადგენლობა და ვერც სხვა საგარეო აქტორები ქართველთა გულს ვერანაირად მოიგებენ და მარგინალიზაციის ჭაობში გააგრძელებენ დრეიფს.


„საქართველოში ევროკრატიის ელჩებში ფარისევლობაში დაწინაურდა ევროკავშირის წარმომადგენელი პაველ ჰერჩინსკი, რომელიც ევრობლოკში პარტიების აკრძალვას ვერ ხედავს და ოცნებობს ჩვენს ხელისუფლებაზე მასშტაბურ სანქციებზე. Pan Paweł-მა, ტოქსიკურობის ტემპს რომ დაუწიოს, უწინარესად, უპრიანია მისთვის და ბრიუსელის ჩამყაყებული ბიუროკრატიისთვის. ამგვარი ანტიქართული განცხადებებით ვერც ევროკავშირის წარმომადგენლობა და ვერც სხვა საგარეო აქტორები ქართველთა გულს ვერანაირად მოიგებენ და მარგინალიზაციის ჭაობში გააგრძელებენ დრეიფს,“- წერს გია აბაშიძე. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30