5-11-2018
გორში მოკლული 9 წლის ნანა ბერიაშვილის ოჯახის წევრებს, გამოძიებამ დღეს საქმის მტკიცებულებები გააცნო.
მტკიცებულებებში ის ფოტო და ვიდეომასალაც იყო, რომელიც მკვლელობისთვის დაკავებულმა პირმა დანაშაულის ჩადენის მომენტში გადაიღო.
მოკლული ნანა ბერიაშვილის მამის განცხადებით, კადრების სიმძიმის გამო ის მტკიცებულებებს ვერ გაეცნო. გარდაცვლილის ბაბუა კი დამნაშავის ლინჩის წესით გასამართლებას ითხოვს და ამისთვის გვერდით დგომას ხალხს სთხოვს.
გორში 8 წლის მოზარდი 25 ოქტომბერს მოკლეს. ბავშვის ცხედარი მდიანრე ლიახვის ნაპირზე იპოვნეს.
პოლიციამ მკვლელობაში ბრალდებული იმ დღესვე დააკავა. როგორც მოგვიანებით შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა, ეჭვმიტანილს ბრალი დაუმძიმდა და განზრახ მკვლელობის მუხლს გარყვნილი ქმედებაც დაემატა.