გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ადამიანების გულის მოგება უნდა იყოს ჩვენი ყოველდღიური საზრუნავი

5-11-2018

„ადამიანების გულის მოგება უნდა იყოს ჩვენი ყოველდღიური საზრუნავი. ამას უნდა დაეთმოს ეს თვეც, მომდევნო თვეებიც, მომდევნო ორი წელიწადი საპარლამენტო არჩევნებამდე, ეს უნდა იყოს ჩვენი ყოველდღიური ზრუნვის საგანი”,- ამის შესახებ ჟურნალისტებს ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, პირველი ტურისთვის „ქართული ოცნება“ საარჩევნო კამპანიაში სრული დატვირთვით არ იყო ჩართული.

„დღეს გვჭირდება სრული მობილიზაცია, მათ შორის პარტიული რესურსის სრული მობილიზაცია იმისათვის, რომ სათანადო შედეგით დასრულდეს მეორე ტური და ასეთი სრული მობილიზაციის პირობებში, ჩვენ გამარჯვებაში დარწმუნებული ვართ.

ყველანაირი მუშაობა, საარჩევნო მუშაობა იგულისხმება, სრული რესურსის მობილიზაცია, როგორც პოლიტიკური აქტივის, ასევე სხვა მიმართულებით ჩვენი რესურსების მობილიზაცია და ამის საფუძველზე უნდა იყოს შედეგი დადებული”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, მთავარი საზრუნავი უნდა იყოს სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრები ადამიანების ყოფის გაუმჯობესება და ამას უნდა დაეთმოს არა მხოლოდ ეს თვე, არამედ ყოველი მომდევნო თვეც.

„ადამიანების გულის მოგება უნდა იყოს ჩვენი ყოველდღიური საზრუნავი. ამას უნდა დაეთმოს ეს თვეც, მომდევნო თვეებიც, მომდევნო ორი წელიწადი საპარლამენტო არჩევნებამდე. ეს უნდა იყოს ჩვენი ყოველდღიური ზრუნვის საგანი. უამრავი მიმართულებით არის გამოწვევები. ჯერ კიდევ რვაასი ათასი ადამიანი არის საქართველოში, რომელიც ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი საზრუნავი -ამ ადამიანების ყოფის გაუმჯობესება და ამას უნდა დაეთმოს არამარტო ეს თვე, არამედ ყოველი მომდევნო თვე ჩვენს საქმიანობაში”,-განუცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930