18-01-2018
პარტია "ახალ ძალთა მოძრაობის" ლიდერმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინული ტელეკომპანია NewsOne-ის ეთერში განაცხადა, რომ მას მერე, რაც ქართულმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს შესახებ მასალა გამოაქვეყნეს, ისინი ძალადობის მსხვერპლი გახდნენ.
"პოროშენკო "რუსთავი 2"-ზე ძალიან გაბრაზდა, ტელემაუწყებლობაზე, რომელმაც მასზე მასალა გამოაქვეყნა. მაგრამ იცით მათ რა უქნეს "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებს? ისინი კიევში სასტიკად სცემეს, დაასისხლიანეს, თავზე ტომარა ჩამოაცვეს, აქედან დეპორტაცია გაუკეთეს, უკრაინაში არცერთი ჟურნალისტი შემოუშვეს", - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
ცნობისთვის, წერილში, რომელიც ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა გაავრცელა, უკრაინის პრეზიდენტი ანტირუსულ კამპანიას ემიჯნება და პირობას დებს, რომ რუსეთის საწინააღმდეგო ქმედებებში მონაწილეობას არასოდეს მიიღებს. პეტრო პოროშენკო რუსეთისადმი ერთგულებას, წერილის მიხედვით, რეგიონების პარტიის დამფუძნებლობით და რუსეთში მისი ბიზნესინტერესებით ხსნის.