გაიგე განსხვავებული

შაბათი, ივნისი 07, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოსადმი გაჩნდა ინტერესი, როგორც ახალი საქმიანი ტურისტული მიმართულება-სასტუმრო ბილტმორი

21-05-2025

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო გერმანიაში, ფრანკფურტის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს.


გამოფენაზე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროსთან ერთად, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, ასევე 9 სასტუმრო და კომპანიაა წარმოდგენილი.


“ძალიან სასიხარულოა, რომ ფრანკფურტის გამოფენაზე უკვე რამდენიმე საინტერესო შეხვედრა გვქონდა.  ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო ბაზარზე არა მარტო სასტუმრო ბილტმორის, არამედ საქართველოსადმი გაჩნდა ინტერესი, როგორც ახალი საქმიანი ტურისტული მიმართულება. ჩვენ გვქონდა ტურიზმის წარმომადგენლებთან, ასევე კორპორაციულ ჯგუფებთან, განათლების სისტემის წარმომადგენლებთანაც  რამდენიმე შეხვედრა. საკმაოდ მნიშვნელოვანი ღონისძიებები გვაქვს დაჯავშნილი, რაც სასტუმროსთვის ახალი ბიზნესი და ქვეყნისთვის ძალიან საინტერესო იქნება“-აცხადებს სასტუმრო ბილტმორის წარმომადგენელი ცირა წითლიძე.


Imex Frankfurt 2025-ის გამოფენას 150-ზე მეტი ქვეყნიდან 12 ათასზე მეტი ვიზიტორი ჰყავს. გამოფენაზე 3100 კომპანია და ორგანიზაციაა წარმოდგენილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30