გაიგე განსხვავებული

კვირა, ივლისი 20, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი: სტრასბურგის სასამართლო განაჩენია კოლექტიური „ნაცმოძრაობისთვის", ბევრჯერ დამარცხდნენ, როდესაც ისინი ჩიოდნენ მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ ადამიანის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით

21-05-2025

ძალიან ბევრ შემთხვევაში კოლექტიური „ნაცმოძრაობა" დამარცხდა, როდესაც სარჩელები შევიდა მათ მიერ ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


მთავრობის მეთაურის შეფასებით, სტრასბურგის სასამართლო არის განაჩენი კოლექტიური „ნაცმოძრაობისთვის".


„ძალიან ბევრ შემთხვევაში კოლექტიური „ნაცმოძრაობა" დამარცხდა, როდესაც სარჩელები შევიდა მათ მიერ ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით და არანაკლებ, ბევრჯერ დამარცხდა, როდესაც ისინი ჩიოდნენ მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ ადამიანის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით. სტრასბურგის სასამართლომ ამხილა ისინი ყველა ამ შემთხვევაში. გახსოვთ, როგორი სარჩელები შედიოდა კონკრეტული ადამიანების დაპატიმრებებთან, ტელევიზიებთან დაკავშირებით და ა.შ. ყველა საქმეში სტრასბურგის სასამართლომ გაამტყუნა წინა ხელისუფლება და გაამართლა მოქმედი ხელისუფლება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


ჟურნალისტის კითხვის პასუხად, პრემიერმა აღნიშნა, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილება საქმეზე „მაჭავარიანი საქართველოს წინააღმდეგ" არის ამ ყველაფრის ლოგიკური გაგრძელება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031