გაიგე განსხვავებული

სამშაბათი, ივლისი 15, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
სააკაშვილი ადასტურებს, რომ მის ბიძასთან ჩაწერილი ვიდეო ნამდვილია

6-11-2018

იხეილ სააკაშვილმა Facebook Live-ის დროს დაადასტურა, აუდიოჩანაწერი, რომელიც უკრაინულ ვებგვერდზე გავრცელდა და რომელშიც ის ბიძამის თემურ ალასანიას საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობის შესახებ ესაუბრება, ნამდვილია.

 

მიხეილ სააკაშვილის მტკიცებით, ეს სატელფონო ჩანაწერი ვარშავაში რუსებმა ჩაწერს, ტელეკომპანია "იმედმა" კი გაავრცელა. თუმცა აღსანიშნავია, რომ აუდიოჩანაწერი თავდაპირველად უკრაინულ ვებგვერდზე zdes.com.ua-ზე გავრცელდა.

 

სააკაშვილი ირწმუნება, რომ ჩანაწერი ლიფტში გაკეთდა.

 

ჩანაწერში სააკაშვილი ალასანიასთან იუსტიციის ყოფილ მინისტრზე ზურაბ ადეიშვილის შესახებ საუბრობს.

 

ასევე 25 ოქტომბერს, ვებგვერდზე, რომელსაც უკრანული დომენი აქვს, მიხეილ სააკაშვილის და ბიძამისის, თემურ ალასანიას სავარაუდო სატელეფონო ჩანაწერი გავრცელდა. ვებგვერდზე ნათქვამია, რომ „რედაქციას“ სანდო წყარომ მიაწოდა ოდესის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელის, მიხეილ სააკაშვილის და ბიძამისის, „კაგებეს გადამდგარი გენერლის“ თემურ ალასანიას „სატელეფონო საუბრის“ ჩანაწერი.


imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031