გაიგე განსხვავებული

პარასკევი, ივლისი 11, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნათია მეზვრიშვილი: ოპოზიცია არ უჭერს მხარს იმას, რომ ჩვენ საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში მარიხუანას მოხმარება შევზღუდოთ

6-11-2018

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ოპოზიცია საზოგადოების თავშეყრის ადგილებში მარიხუანას მოხმარების შეზღუდვას მხარს არ უჭერს.

 

ეს განცხადება მან პარლამენტში მარიხუანის მოხმარების კანონპროექტის განხილვის შესახებ მოსმენის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.  


„ძალიან გასაკვირია, ოპოზიცია რატომ არ უჭერს მხარს ამ კანონპროექტს, იმიტომ რომ ეს კანონპროექტი მოხმარების საკითხებს არეგულირებს და პრაქტიკულად, გამოდის რომ ოპოზიცია, დილანდელი განცხადება, რაც მოვისმინე, არ უჭერს მხარს იმას, რომ ჩვენ საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში შევზღუდოთ მარიხუანას მოხმარება. ასევე, მარიხუანას ხელმისაწვდომობა შევზღუდოთ არასრულწლოვნებისთვის, არასრულწლოვნებს დავაკისროთ პასუხიმსგებლობა მოხმარებისთვის, ნარკოტიკული საშუალების თრობის ქვეშ სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის დავაწესოთ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა და მომხმარებლებს შევუზღუდოთ მთელი რიგი სამოქალაქო უფლებები. ცოტა გაუგებარია ამ კანონპროექტის  შინაარსიდან გამომდინარე რატომ არ უჭერს  ოპოზიცია ამ კანონპროექტს მხარს,“ - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.


მარიხუანის მოხმარების შესახებ კანონპროექტი პარლამენტში დღეს მესამე მოსმენით განიხილება, რის შემდეგაც კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე იქნება გატანილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031