გაიგე განსხვავებული

სამშაბათი, ივნისი 10, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია აბაშიძე: საქართველოს ხელისუფლება და ფართო საზოგადოება რეალობას მოწყვეტილ ევრობიუროკრატებს მუდმივად აფრთხილებდა - ნაცექსტრემისტების სპონსორობა ვნებს დემოკრატიას და ევროინტეგრაციას

23-05-2025

საქართველოს ხელისუფლება და ფართო საზოგადოება რეალობას მოწყვეტილ ევრობიუტოკრატებს მუდმივად გავაფრთხილებთ - ნაცექსტრემისტების სპონსორობა ვნებს დემოკრატიას და ევროინტეგრაციას. თუ ასეთია არაშორსმჭვრეტელი ბრიუსელის გადაწყვეტილება, რომ მარგინალების მხარდაჭერით უდიდესი თვითდაზიანება მიიყენონ, მათი არჩევანია. არაერთი გაფრთხილება-შეგონება იყო და არის - წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი გია აბაშიძე.


როგორც აბაშიძე აღნიშნავს, თუ ბრიუსელის არაშორსმჭვრეტელი გადაწყვეტილებაა ის, რომ მარგინალური ძალების მხარდაჭერით უდიდესი თვითდაზიანება მიიყენონ, ეს მათი არჩევანია. თუმცა ამ პროცესს არაერთი საჯარო გაფრთხილება და შეგონება უკვე მოჰყვა და მომავალშიც მოჰყვება.


„საქართველოს ხელისუფლება და ფართო საზოგადოება რეალობას მოწყვეტილ ევრობიუტოკრატებს მუდმივად გავაფრთხილებთ - ნაცექსტრემისტების სპონსორობა ვნებს დემოკრატიას და ევროინტეგრაციას. თუ ასეთია არაშორსმჭვრეტელი ბრიუსელის გადაწყვეტილება, რომ მარგინალების მხარდაჭერით უდიდესი თვითდაზიანება მიიყენონ, მათი არჩევანია. არაერთი გაფრთხილება-შეგონება იყო და არის.


პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა: „ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების „არალეგიტიმურად“ მოხსენიება, დეზინფორმაციასთან ერთად, დემოკრატიული ინსტიტუტების უარყოფაა. დემოკრატიის არაღიარების მიზანი კი, ექსტრემიზმისთვის იდეოლოგიური ბაზის შექმნაა.


ესტონეთში რეგისტრირებული ენჯეოეს - „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ - ყველაზე დიდი დაფინანსება ევროკომისიისგან და შვედეთის ბიუჯეტიდან აქვს.


საგანგაშოა, რომ ევროკავშირის და შვედეთის საელჩოები არ რეაგირებენ მათი მოქალაქეების ფულით ექსტრემიზმის წახალისებაზე.


პასუხისმგებლიანი დონორობა არა არჩევანი, არამედ საერთაშორისო-სამართლებრივი ვალდებულებაა, რომელიც „დახმარების ეფექტიანობის შესახებ“ პარიზის დეკლარაციით არის გამყარებული. მისი დარღვევა წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის დარღვევაა.


P.S. სპეკულაციის გამოსარიცხად აქვე ვიტყვი, რომ ეს არა „ცუდად საუბარი“ ან „თავდასხმა“, არამედ „ლეგიტიმური კრიტიკაა“, რომელსაც პასუხი სჭირდება“,- წერს აბაშიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30