გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, ივლისი 10, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან გაჩეჩილაძე: ჩვენი ახალგაზრდული მოძრაობის ლიდერი შოთიკო იამანიძე პატარა ბიჭი იყო, რომელიც ქუჩაში გააჩერეს, ძალით გაკოჭეს, ნარკოტიკი გაუკეთეს და ნარკოტიკის მოხმარება-გასაღების გამო დაიჭირეს

23-05-2025

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების, 2003 წლიდან დღემდე, საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც სატელევიზიო არხ „იმედში“ სპეციალური დანიშნულების რაზმის შეჭრისა და 2004-2012 წლებში ადამიანის უფლებების უხეში შელახვის ფაქტები განიხილება, კომისიის წევრები „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს ლევან გაჩეჩილაძეს უსმენენ.


გაჩეჩილაძე თავის გამოსვლაში ახალგაზრდებს მიმართავს და ახალგაზრდული მოძრაობის ლიდერის შოთიკო იამანიძის ისტორიას იხსენებს.


„მინდა ახალგაზრდებს მივმართო. ჩვენი ახალგაზრდული მოძრაობის ლიდერი შოთიკო იამანიძე პატარა ბიჭი იყო, რომელიც ქუჩაში გააჩერეს, ძალით გაკოჭეს, ნარკოტიკი გაუკეთეს, კაცი სიგარეტს არ ეწეოდა და ნარკოტიკის მოხმარება გასაღების გამო დაიჭირეს. ეს იყო მაშინდელი დემოკრატია.


შესაბამისად, დღეს მიმდინარე მოვლენები რაც არის, იმდენად აბსურდული და გაუგებარია ჩემთვის, რომ ძალიან რთულია ამის წარმოდგენა“, - განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031