გაიგე განსხვავებული

შაბათი, ივლისი 12, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნათია მეზვრიშვილი: გენდერული ნიშნით დანაშაულის ჩადენა, სისხლის სამართლის კოდექსის მთელი რიგი მუხლებისთვის  დამამძიმებელი გარემოება ხდება

6-11-2018

ოჯახურ დანაშაულზე სანქციების გამკაცრების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით კანონპროექტი მომზადდა, რომელიც დღეს პარლანეტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში III მოსმენით განიხილეს.


შინაგან საქმეთ მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ ჟურნალისტებთან ისაუბრა.


„საკმაოდ მნიშვნელოვანი ცვლილებებია. ის ვინც დაარღვევს შემაკავებელ და დამცავ ორდერს, დღეს მოქმედი კანონით, ადმინისტრაციული პაუხისმგებლობა ეკისრება, რომელიც ვფიქრობთ, რომ არ არის საკმარისი დანაშაულის ხასიათიდან გამომდინარე. ამიტომ, ვინც შემაკავებელ ან დამცავ ორდერს დაარღვევს დაეკისრება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. ასევე, ვინც ოჯახში ძალადობას ჩაიდენს, უფრო მკაცრად დაისჯება, ვიდრე დღეს ისჯებოდა. 2 წლამდე იზრდება თავისუფლების აღკვეთის ვადა.


ასევე, ვინც განმეორებით ჩაიდენს ოჯახში დანაშაულს და წარსულში ოჯახური დანაშაულისთვის არის  ნასამართლევი დაეკისრება საკმაოდ მკაცრი პასუხისმგებლობა.


გენდერული ნიშნით დანაშაულის ჩადენას, მთელი რიგი მუხლებისთვის ხდება დამამძიმებელი გარემოება და ფემიციდთან დაკავშირებით მოგეხსენებათ, ძალიან ბევრი საუბრები მიმდინარეობდა დამამძიმებელ გარემოებად გატანაზე და ესეც შინაგან საქმეთა სამინისტროს კანონპროექტის საკმაოდ აქტუალური საკითხია. ეს კანონპროექტი ამ საკითხსაც აგვარებს,“ - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.


შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების მიზანია, ოჯახში ძალადობის, ოჯახური დანაშაულის და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის გაზრდა, ამ მიმართულებით საკანონმდებლო ნორმების დახვეწა და სახელმწიფო პოლიტიკის გამკაცრება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031