გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, ივლისი 10, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, ესპანეთში მყოფ ქართულ დიასპორასთან ერთად, ესპანეთის სამეფოში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

26-05-2025

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ზარქუასა და კომიტეტის წევრების, ირმა ზავრადაშვილისა და ეკა ჭიჭინაძის შემადგენლობით, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ვლადიმერ კონსტანტინდთან და ესპანეთში მყოფ ქართულ დიასპორასთან ერთად ესპანეთის სამეფოში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო, - ინფორმაციას პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა ავრცელებს.


მისივე ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ესპანეთის სამეფოს დიპლომატიური აკადემიის (Academia de la Diplomacia) მიერ საქართველოს შესახებ ჟურნალის ექსკლუზიური გამოცემის პრეზენტაცია, რომელიც პირველად გამოიცა ესპანურ ენაზე და სრულად დაეთმო საქართველოს.


ასევე, გაიმართა დაჯილდოების ცერემონია, რომლის ფარგლებშიც წარმატებული თანამშრომლობისთვის მადლობის სიგელები გადაეცათ ესპანეთის სამეფოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებსა და საპატიო სტუმრებს- სპორტსმენს, UFC-ის მსოფლიო ჩემპიონს ილია თოფურიასა და ცნობილ მომღერალ ალ ბანოს.


ღონისძიებაზე მოეწყო ესპანეთში მოღვაწე თანამედროვე ქართველი მხატვრების გამოფენა.


საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი, ოპერის მომღერალმა შალვა მუქერიამ შეასრულა.


ღონისძიებას ესწრებოდნენ ესპანეთის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, მადრიდის მერიის, დიპლომატიური კორპუსის, კულტურის, ბიზნესისა და მედიის წარმომადგენლები. მიღებას ასევე დაესწრო ამერიკის შეერთებული შტატების რესპუბლიკელი კონგრესმენი დაზვერვისა და უსაფრთხოების საპარლამენტო ფორუმის დამფუძნებელი რობერტ პიტენჯერი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031