გაიგე განსხვავებული

შაბათი, ივლისი 26, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე ნიკა მელიაზე: დანაშაული არის კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობა, მოვიდნენ კომისიის სხდომაზე და ვინმე ეუბნება არ მოსულხართო?! პრიმიტიულ დონემდე დასული საკითხია

27-05-2025

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ, ჟურნალისტებთან პარტია „ახალის“ წევრ ნიკა მელიასთან დაკავშირებით ისაუბრა, რომელიც არ აპირებს გირაოს გადახდას და შესაბამისად, არც სასამართლო სხდომაზე დასწრებას.


ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ როგორი უნდა იყოს ელჩების პოზიცია ნიკა მელიასთან დაკავშირებით მამუკა მდინარაძემ უპასუხა, რომ: „დანაშაული არის კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობა. პრიმიტიულ დონემდე დასული საკითხია, ქმედება და შესაბამისი იურიდიული კვალიფიკაცია. ამიტომ, აქ სადავოც არაფერი არ არის. რა უნდა თქვან მე არ მივუთითებ, დაველოდები მათ პოზიციას“.


„ასეთ საკითხებზე მარტივია პოზიციის გახმოვანება. დანაშაული არის კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობა.


მოვიდნენ კომისიის სხდომაზე და ვინმე ეუბნება არ მოსულხართო?! - პრიმიტიულ დონემდე დასული საკითხია, ქმედება და შესაბამისის იურიდიული კვალიფიკაცია. ამიტომ, აქ სადავოც არაფერი არ არის. რა უნდა თქვან მე არ მივუთითებ, დაველოდები მათ პოზიციას. იმიტომ რომ, თავის დროზე ხან შავი დღე გაგვითენდა, ხან რაღა უბედურება ხდებოდა, სინამდვილეში არაფერი ხდებოდა. იქიდან სააკაშვილი, აქედან მელია, გარეთ, შიგნით, ორი დავალების მიმღები ცდილობდა ამ ქვეყნის არევას. არ ავარევინებთ!“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031