გაიგე განსხვავებული

პარასკევი, ივლისი 25, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გური სულთანიშვილი: ტრამპის წერილი ნათლად აჩვენებს თუ რა საცოდავია ოპოზიცია - ასეა, როდესაც შენს ქვეყანაში, უცხო ქვეყნის აგენტი ხარ, ასე, ერთი წერილით შეიძლება მოკვდე პოლიტიკურად

27-05-2025

„ტრამპის წერილი ნათლად აჩვენებს თუ რა საცოდავია ოპოზიცია. ოპოზიციას შიდა მხარდაჭერა არ აქვს, ხალხს ეზიზღება ისინი, ერთადერთი, დამოკიდებული იყვნენ გარე ძალებზე, ეს მართლა მონები“, - წერს ფილოსოფოსი გური სულთანიშვილი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილისთვის აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ დამოუკიდებლობის დღის მილოცვას ეხმიანება.


სულთანიშვილის განცხადებით, ოპოზიციას გარე ძალამაც უმტყუნა და როდესაც შენს ქვეყანაში უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებელი ხარ, შესაძლოა სწორედ ასე, ერთი წერილით განადგურდე პოლიტიკურად.


„ტრამპის წერილი ნათლად აჩვენებს თუ რა საცოდავია ოპოზიცია. ოპოზიციას შიდა მხარდაჭერა არ აქვს, ხალხს ეზიზღება ისინი, ერთადერთი, დამოკიდებული იყვნენ გარე ძალებზე, ეს მართლა მონები. ამ გარე ძალამაც უმტყუნა.


ასეა, როდესაც შენს ქვეყანაში, უცხო ქვეყნის აგენტი ხარ და გარე ძალების ინტერესებს ატარებ, ასე, ერთი წერილით შეიძლება გათავდე, მოკვდე პოლიტიკურად და ნული სიმბოლური თუ სოციალური კაპიტალი დაგრჩეს. ისტორიაში, ყველაზე ნეგატიურ კონტექსტში შეფასებულია ის ხალხი, ვინც კოლონიზატორებს, თავის ხალხის ჩაგვრაში ეხმარებოდა.


პ.ს. მონების მედია, ამ ფაქტს ავრცელებს, არა როგორც ფაქტად, არამედ ისე, რომ ყაველაშვილი ამბობს ტრამპმა მომწერაო.. რეალობას აყალბებენ, ხალხის დაპირისპირებას ხელს უწყობენ, ითხოვენ გარე ძალებმა გვმართონო და მერე უკვირთ ხალხს რატომ არ ვუყვარვართო," - წერს გური სულთანიშვილი სოციალურ ქსელში. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031