გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, ივლისი 24, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შანხაის ტურისტული გამოფენა დაგვეხმარება საქართველოში მაღალმხარჯველი ტურისტების მოზიდვაში-ელიტ თრეველი

28-05-2025

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ჩინეთში, შანხაიში, ტურისტულ გამოფენაში ITB-China 2025 მონაწილეობს. გამოფენაზე 30-მდე სახელმწიფო ორგანიზაცია და კერძო კომპანიაა წარდგენილი. გამოფენის მნიშვნელობაზე საუბრობს ტურისტული კომპანია ელიტ თრეველის წარმომადგენელი ნინა ხომასურიძე. 


„ჩინეთიდან უვიზო მიმოსვლა ცოტა ხანის წინ დაიწყო, შესაბამისად ნელ-ნელა მატულობს ტურისტების ნაკადი ჩინეთიდან. შეიმჩნევა უკვე მზარდი ნაკადები. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურობს ტურისტულ გამოფენებში მონაწილეობით, რომ მოიზიდოს მეტი დამსვენებელი და ვფიქრობთ, რომ შანხაის ტურისტული გამოფენა დაგვეხმარება საქართველოში მაღალმხარჯველი ტურისტების მოზიდვაში“-აცხადებს ნინა ხომასურიძე. 


ITB CHINA 2025 ჩინეთის ქალაქ შანხაიში სამი დღის განმავლობაში მომდინარეობს და მას მსოფლიოს 90-მდე ქვეყნიდან 1500-ზე მეტი კომპანია და ორგანიზაცია ესწრება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031