გაიგე განსხვავებული

ორშაბათი, აგვისტო 04, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე: დიპლომატიური კორპუსის და ჩვენი გარე მეგობრების დამოკიდებულება აბსოლუტურად არასწორია, ეს არის ქვეყნის შიდა საქმეში ჩარევის მცდელობა, თავიანთ ქვეყნებს მიხედონ

31-05-2025

რაც შეეხება დიპლომატიური კორპუსის თუ ჩვენი გარე მეგობრების დამოკიდებულებას, აბსოლუტურად არასწორია და ეს არის ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობა - ოღონდ, მცდელობა, კიდევ კარგი, არ გამოსდით, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.


როგორც მან აღნიშნა ხელისუფლებამ შეძლო, რომ საქართველო იმგვარად დამოუკიდებელი ყოფილიყო, გარე ჩარევებს გავლენა ვერ მოეხდინა შიდა პოლიტიკაზე.


მდინარაძემ, ასევე, მოუწოდა გარე აქტორებს, რომ საკუთარ ქვეყნებს მიხედონ და საქართველოს თანასწორად ესაუბრონ, ვინაიდან, ამ ქვეყნისა და ხალხის შესახებ გადაწყვეტილებები, მხოლოდ საქართველოში მიიღება.


„ჩვენ შევძელით, რომ ჩვენი სამშობლო, ჩვენი ქვეყანა ყოფილიყო იმგვარად დამოუკიდებელი, რომ ამ ჩარევებს რაიმე გავლენა შიდა საქმეებზე, შიდა პოლიტიკაზე ვერ მოეხდინა. თავიანთ ქვეყნებს მიხედონ და თანაბარსწორად გველაპარაკოს ყველა.


ბედნიერებაა, როგორც იქნა გავბედეთ, რომ ასე ვლაპარაკობთ და ამაში ლომის წილი მიუძღვის ყველა იმ ადამიანს, რომელმაც არამხოლოდ მხარი დაუჭირა და დღესაც მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, არამედ მხარს უჭერს საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობას და ამაყად საუბარს, რომ საქართველოსა და ქართველი ხალხის შესახებ მხოლოდ საქართველოში მიიღება გადაწყვეტილებები“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031